აკვარიუმისტიკის მარკეტფლეისი

Apisto მარკეტფლეისი წარმოადგენს ონლაინ ვაჭრობის პლატფორმას, სადაც თავმოყრილია აკვარიუმისტიკის სფეროსთან დაკავშირებული ქართული კომპანიების პროდუქცია. პროექტი მიზნად ისახავს ქართული აკვარიუმისტიკის განვითარების ხელშეწყობას. მარკეტის ფუნქციონალი საშუალებას აძლევს ვენდორებს (პროდუქციის რეალიზატორებს) მარტივად და ეფექტურად გააცნონ მყიდველს ასორტიმენტი, დაზოგონ დრო და ფინანსები რეკლამასა და ლოგისტიკაზე, დააანონსონ ახალი პოზიციები, მარტივად დაამყარონ ურთიერთობა ბითუმად მოვაჭრე კომპანიებთან. მარკეტში მივესალმებით როგორც იურიდიულ პირებს (მაღაზია, შპს), ასევე ინდივიდუალურ მეწარმეებსა და ფიზიკურ პირებს. ამ მხრივ მხოლოდ შემდეგი შეზღუდვა გვაქვს:
  • შეკვეთების აღებას ვახდენთ მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე (მიწოდება ხდება საქართველოს მასშტაბით. გამონაკლისს წარმოადგენს აკვარიუმების, თევზების, უხერხემლო ცხოველების, მცენარეების, ცოცხალი და გაყინული საკვების კატეგორიები. ამ პროდუქციის მიწოდება თბილისის საზღვრებით შემოიფარგლება)

მომხმარებლებს აპისტო სთავაზობს მაქსიმალურად გამართულ, კომფორტულ ფუნქციონალს: პროდუქტის რჩეულებში დამატება, პროდუქტების შედარება, წინასწარ დაჯავშნა, უფასო და დროული მიწოდება საქართველოს მასშტაბით, გადახდის მარტივი საშუალებები, ბონუს ქულები, სასაჩუქრე ბარათები, კონკურსები და მრავალი სხვა სასიამოვნო სიურპრიზი.