კონსულტაცია
- მარკეტში რეგისტრაციისა და საიტის ფუნქციონალის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ დახმარების გვერდზე.
- პროდუქტის არჩევის, თანხის გადახდის ან შეკვეთის მიწოდების ეტაპზე წარმოქმნილი ტექნიკური, ფინანსური და ლოგისტიკური პრობლემების გადასაჭრელად გთხოვთ მიმართოთ მარკეტის ტექდახმარების სამსახურს.
- ვენდორების ტექნიკური მხარდაჭერა ხორციელდება ვენდორის პანელში არსებული საკომუნიკაციო ფორმის გამოყენებით.
საჭიროდ ვთვლით გაცნობოთ, რომ აპისტოს მენეჯერები და ტექდახმარების სამსახურის თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან გაწიონ დახმარება მხოლოდ საიტის მოხმარებასა და პროდუქციის შეძენა/მიწოდების ეტაპზე წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრაში. მარკეტის საკომუნიკაციო არხების გამოყენებისას აპისტოს მენეჯერებსა და ტექდახმარების თანამშროლებს ეკრძალებათ ნებისმიერი სახის კონსულტაციის გაწევა აკვარიუმისტიკის ზოგად თემებზე და მარკეტში განთავსებული პროდუქტებზე. შესაბამისად, მარკეტის მომხმარებლებისგან შემდეგი ტიპის შეკითხვები:
- როგორ მოვუარო აკვარიუმს?
- ამ თევზს რა პირობები სჭირდება?
- ეს ფილტრი გამომადგება?
- ეს ხარისხიანი ხელსაწყოა?
დარჩება უპასუხოდ.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ვეცდებით გიჩვენოთ სწორი მიმართულება სასურველი ინფორმაციის მოძიების გზაზე და რეკომენდაციას გავუწევთ შემდეგ კომპანიებს, საიტებსა და ჯგუფებს:
სოციალური ქსელი
- თუ ინფორმაციის მიღების ინტერაქტიულ ფორმას ანიჭებთ უპირატესობას, გსურთ მიიღოთ ავტორიტეტული პასუხები შეკითხვებზე და გამოცდილ აკვარიუმისტებთან ერთად დაგეგმოთ აკვარიუმის გაუმჯობესების გზები, გირჩევთ გაწევრიანდეთ ჯგუფში "თევზები და აკვარიუმები":
აკვარიუმისტიკის ქართული ჯგუფი. ფუნქციონირებს 2012 წლიდან. ქართულენოვან ჯგუფებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი და აქტიური. თუ მსგავსი ჯგუფების უმეტესობა ზოომაღაზიების სოციალური პლატფორმაა და გაყიდვებზეა ორიენტირებული, "თევზები და აკვარიუმები" სრულიად ნეიტრალური ჯგუფია და მისი წევრები სააკვარიუმე პროდუქტებზე უმეტესად მიუკერძოებელ რეცენზიებს იძლევიან. ზომიერად ლოიალური ადმინისტრაცია პოლემიკას და განხილვას არ კრძალავს და არც საკუთარ აზრს გვახვევს თავს. ხოლო აშკარად მცდარ რჩევებსა და გაყიდვაზე ორიენტირებულ არასწორ კომენტარებს საკმაოდ ეფექტურად ებრძვის:
პროფესიონალური კონსულტაცია
- თუ დრო და შედეგი თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და რჩევის მიღებას პროფესიონალებისგან ამჯობინებთ, შეგიძლიათ შეუკვეთოთ ფასიანი კონსულტაცია აკვარიუმისტიკის სფეროში მომუშავე კომპანიებისგან. პირველ რიგში, უნდა შეავსოთ აკვარიუმის ანკეტა და ჩაატაროთ წყლის ტესტირება რამდენიმე პარამეტრზე (ტესტირების შეკვეთა დისტანციურადაც შეიძლება). კონსულტაციის შედეგად მიიღებთ მაქსიმალურად დეტალიზებულ ინფორმაციას ტესტირების შედეგებისა და აკვარიუმის საერთო მდგომარეობის შესახებ, თქვენი ბიოსისტემისა და აკვარიუმის აპარატურის სრულ აუდიტს, არსებული პრობლემების შესაძლო გამომწვევი მიზეზების განხილვითა და მათი გამოსწორებისთვის ჩასატარებელი ღონისძიებების აღწერით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ ტიპის კონსულტაცია და აკვარიუმის აუდიტი არ გულისხმობს თევზების დაავადებების დიაგნოსტიკას.