აკვარიუმისტიკის მარკეტფლეისი

  1. წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს მომხმარებელსა და შპს ,,აპისტო“-ს ს/კ 400421307 (შემდგომში ,,კომპანია’’) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას, რომელიც ადგენს და არეგულირებს კომპანიის კუთვნილი ვებგვერდით: apisto.ge (შემდგომში ,,საიტი“, ,,მარკეტი“) სარგებლობის წესებსა და პირობებს.
  2. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მხრიდან ,,ვეთანხმები წესებს და პირობებს” მონიშვნისთანავე და ძალაში რჩება მომხმარებლის მიერ კომპანიასთან ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
  3. საიტის მომხმარებლად დარეგისტრირება შეუძლია 18 წლის ასაკს მიღწეულ ფიზიკურ პირს ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იურიდიულ პირს.
  4. მომხმარებელი ადასტურებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული პირადი მონაცემების სიზუსტეზე და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე.
  5. მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და გააცნობიერა წინამდებარე წესები და პირობები, სურს კომპანიის  ვებგვერდით სარგებლობა და კისრულობს ამ ველშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულებასა და დაცვას.
  6. რეგისტრაციის ფორმაში “ვეთანხმები წესებს და პირობებს” მონიშვნით თქვენ ასევე ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას, რომელიც წარმოადგენს მარკეტის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს და აცხადებთ თანხმობას ვებგვერდზე თქვენი, როგორც ,,მომხმარებლის“ რეგისტრაციის მიზნით კომპანიამ მოახდინოს თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  7. კომპანია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე, აგრეთვე საიტის საშუალებით მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.
  8. კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის ნებისმიერ ქმედებას, მომხმარებლის მიერ რომელიმე ხელშეკრულების, მათ შორის ამ წესებისა და პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ. კომპანია არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.
  9. მომხმარებელი ვალდებულებას იღებს კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულოს პირობებით ნაკისრი ვალდებულებები. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებასთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიის დარღვევა.
  10. მომხმარებელი არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც არღვევს მომსახურების პირობებს, კომპანიის კონფიდენციალურობისა და ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და სტანდარტებს; არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური ან/და არღვევს ან ლახავს სხვების უფლებებს.
  11. კომპანია ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი პროდუქტის მიწოდებაზე ან/და მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
  12. ვებგვერდით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია და განაცხადოს თანხმობა წინამდებარე პირობებსა და პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკაზე.
  13. მომხმარებელი ვალდებულია უსაფრთხოდ შეინახოს პირად ანგარიშთან წვდომის პარამეტრები და არ გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს.
  14. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა ან/და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.
  15. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ვებვერდის ტექნიკური დახმარების სამსახურს, თუ გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშთან წვდომის პარამეტრები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით.
  16. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის პირად ანგარიშში არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი დროული განახლება. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარდგენით.
  17. მომხმარებელი აცხადებს უპირობო თანხმობას, მისი კუთვნილი ანგარიშიდან მოხდეს შეძენილი პროდუქციისა და კომპანიის კუთვნილი მომსახურების საფასურის ჩამოჭრა.
  18. მომხმარებელი ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილია უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნება პროდუქტის მფლობელობაში მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. ამ შემთხვევაში კომპანია თანხის დაბრუნებას მოახდენს იმ საბანკო ანგარიშზე რომლითაც მარკეტის სასარგებლოდ მომხმარებელმა განახორციელა შესაბამისი გადახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელი ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ "დაბრუნების წესში" რომელიც წარმოადგენს ჩვენი წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. კომპანია არ არის პასუხისმგებელი პროდუქციის/საქონლის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის შემდეგ გამოვლენილ რაიმე სახის ნაკლთან მიმართებაში.
  19. რეფერალური სისტემის, პროდუქტების შეძენის, კონკურსებში მონაწილეობის ან სხვა ღონისძიებების შედეგად მომხმარებლისთვის ბონუს-ქულების დარიცხვა წარმოადგენს მარკეტის ადმინისტრაციის კეთილ ნებას და არა სავალდებულო ქმედებას. ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს და წინასწარი გაფრთხილების გარეშე გააუქმოს ან შეცვალოს ბონუს ქულების დარიცხვის ალგორითმი.
  20. მარკეტში შეძენილი სასაჩუქრე ბარათის მოქმედების ვადა შეადგენს 1 წელს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბარათი და მისი კოდი ავტომატურ რეჟიმში უქმდება.
  21. მარკეტში მოქმედებს მომხმარებლების არააქტიური პროფილების გაუქმების სისტემა. პროფილი, რომელშიც არ ფიქსირდება შესვლა 1 წლის განმავლობაში, ავტომატურ რეჟიმში უქმდება. ამასთანავე უქმდება მასზე დარიცხული ბონუს-ქულები და მფლობელის სარეფერალო სისტემა.
  22. ამ პირობებთან ან მათ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით. თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს.
  23. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, ეს არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე.
  24. კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს მარკეტის საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ვებგვერდის, სმს შეტყობინების ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
  25. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით.