პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა
წინამდებარე "პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა" (შემდგომში: ,,პოლიტიკა“) წარმოადგენს ჩვენი "წესებისა და პირობების“ განუყოფელ ნაწილს და დოკუმენტს იმის შესახებ, თუ როგორ ახდენს apisto.ge მომხმარებლების მიერ მოწოდებული პირადი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებას.
"წესებსა და პირობებზე" თანხმობით თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით წინამდებარე პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას და თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?
თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ თქვენი მომართვის საფუძველზე, როდესაც თქვენ ჩვენი მომსახურების მიღების მიზნით რეგისტრირდებით მომხმარებლად ვებგვერდზე apisto.ge.
მომხმარებლად რეგისტრაციის შემდეგ, ჩვენგან იღებთ მომსახურებას, ინფორმაციას სიახლეებზე, გამაფრთხილებელ შეტყობინებებს, ნახულობთ ან ათვალიერებთ ჩვენ ვებგვერდს.
ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ
კომპანია უფლებამოსილია გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამის კონკრეტული სახელშეკრულებო ან კანონისმიერი საფუძველი.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:
- ვიცავთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას და ვიყენებთ მათ ლეგიტიმურად;
- თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, გაწვდით სრულ და დეტალურ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ
იმისათვის რომ მოხდეს თქვენი ,,მომხმარებლად“ რეგისტრაცია და შეძლოთ შემოთავაზებული მომსახურებით სარგებლობა, საჭიროა რეგისტრაციის დროს შეავსოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
საიდენტიფიკაციო მონაცემები:
ფიზიკური პირის რეგისტრაციის შემთხვევაში: სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
იურიდიული პირის რეგისტრაციის შემთხვევაში: კომპანიის დასახელება, საინდენტიფიკაციო კოდი, უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.
საკონტაქტო მონაცემები:
მისამართი (ფაქტობრივი), ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი და სხვა;
სახელშეკრულებო მონაცემები:
დეტალური ინფორმაცია ჩვენს მიერ თქვეთვის მოპოვებული პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების შესახებ;
ტექნოლოგიური მოწყობილობის შესახებ მონაცემები:
IP მისამართი, მზა ჩანაწერები (cookies), აპლიკაციის ლოგები, ქცევითი მონაცემები, ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ და სხვა;
კომუნიკაციისას მოპოვებული მონაცემები:
ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, ჩათის, სოციალური მედიის ან სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით მოპოვებული მონაცემები;
ღია წვდომის მონაცემები და საჯარო ჩანაწერები:
საჯარო წყაროებში თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია.
თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი
- თქვენი წერილობითი თანხმობა;
- სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება;
- ჩვენი კანონიერი ინტერესები და მოვალეობა.
რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
- თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ჩვენს მიერ ნაკისრი უფლებების და ვალდებულებების განხორციელებისთვის;
- მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩასატარებლად;
- მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად;
- საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად.
მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა
ჩვენი მხრიდან შეგროვებული პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია კონფიდენციალურია. მისი მესამე პირზე გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე.
თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში
- როდესაც რეგისტრირდებით ჩვენ ვებგვერდზე და ხდებით მომხმარებელი;
- როდესაც იყენებთ ჩვენ პროდუქტებსა თუ მომსახურებებს;
- იყენებთ ჩვენს საიტს და ონლაინ საკონსულტაციო ფუნქციონალს;
- გვიგზავნით წერილებს ელ. ფოსტით;
- სარგებლობთ ჩვენი ან ჩვენთან დაკავშირებული მომსახურებით.
„მზა ჩანაწერები“ (cookies)
ვცდილობთ ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას მუდმივად გაგიუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და გამოცდილება, დავიცვათ თქვენი უსაფრთხოება. შესაბამისად, ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობისას ჩვენ ვაგროვებთ ე.წ. მზა ჩანაწერებს თქვენს შესახებ. Cookies (მზა ჩანაწერები) გამოიყენება ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენი გამოცდილების პერსონალიზირების, გაუმჯობესების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ვცდილობთ გავიგოთ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს.
მონაცემების შენახვის ვადები და თქვენი მონაცემების უსაფრთხოება ჩვენი ვებ გვერდით სარგებლობისას
თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში.
ჩვენ ვცდილობთ ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას მუდმივად გაგიუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და გამოცდილება და დავიცვათ თქვენი უსაფრთხოება. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, უფლებამოსილი ვართ გავაკონტროლოთ მომხმარებელთა ქცევა ჩვენი ვებ გვერდით სარგებლობისას. მონიტორინგი არ გულისხმობს კონფიდენციალური ინფორმაციის შეგროვებას ან სხვაგვარად დამუშავებას. მონიტორინგის მიზანია მომხმარებელთა ზოგადი აქტივობის შესწავლა.
ვებგვერდის მომხმარებელთა უფლებები
ვებგვერდის მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს და უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:
- მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება;
- იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ;
- მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ;
- გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები;
- მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;
- გამოიხმოს თანხმობა - განმარტების გარეშე ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება (თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი);
- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გააასაჩივროს - თუ მიიჩნევს, რომ ჩვენს მიერ მონაცემთა დამუშავება არ შეესაბამება კანონით დადგენილ წესებს.
ვებგვერდის მომხმარებლის უფლებების შეზღუდვა
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვებგვერდის მომხმარებლის ზემოაღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
პოლიტიკის განახლება და დამატებითი ინფორმაცია
პოლიტიკის ეს დოკუმენტი ექვემდებარება საჭიროებისამებრ განახლებას. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე.