აკვარიუმისტიკის მარკეტფლეისი

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ყველა ვენდორი

Apisto
Apisto გთავაზობთ სააკვარიუმე აპარატურისა და ხელსაწყოების ფართო არჩევანს. ასორტიმენტში გვაქვს როგორც ჩინური წარმოების, ასევე ევროპული და ამერიკული ბრენდების პროდუქცია. მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი. დროული და საიმედო მიწოდება. აირჩიე Apisto და გადაიხადე მარკეტში დაგროვილი ბონუს-ქულებით!
AquaPoint
წყლის პარამეტრების დისტანციური ტესტირება, პროფესიონალური კონსულტაცია. აკვარიუმის მდგომარეობის სრული აუდიტი.
Nautilus
Nautilus-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მტკნარი წყლის აკვარიუმების დამზადება, გაფორმება და მომსახურება. მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, გთავაზობთ ცნობილი ევროპული ბრენდების მხოლოდ ხარისხიან აპარატურას და ზოგჯერ - აზიური წარმოების ღირსეულ პროდუქციას. ხარისხი - ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ნაუტილუსის ასორტიმენტის თითქმის ყოველ პროდუქტს ხანგრძლივი შემოწმება აქვს გავლილი ჩვენ აკვასისტემებში. როგორ ვირჩევთ პროდუქტებს? ჩვენი სპეციალისტები მუდმივად ადევნებენ თვალყურს აკვარიუმისტიკის ბაზარს და ყველაზე ადრე იგებენ სიახლეებს. თუ ვვარაუდობთ, რომ პროდუქტი ყურადღებას იმსახურებს, ვყიდულობთ მას და საკმაოდ ხანგრძლივ ტესტირებას ვატარებთ ჩვენ აკვარიუმებში. მაღაზიისთვის მწარმოებლისგან პარტიას მხოლოდ მას შემდეგ ვუკვეთავთ, თუ პროდუქტმა ტესტირება ფრიადზე ჩააბარა. აირჩიე ნაუტილუსი - აირჩიე ხარისხი!