- ყველა ვარიაციის ნახვა
კოდი | მოდელი | მარაგი | ფასი | ||
---|---|---|---|---|---|
![]() |
6803D93961574
|
მარაგშია
|
217,00 GEL | ||
![]() |
6803D9396157E
|
მარაგშია
|
256,00 GEL | ||
![]() |
6803D93961584
|
მარაგშია
|
284,00 GEL | ||
![]() |
მარაგშია
|
123,00 GEL |
Aquael FZN PRO - შექმნილია აკვარიუმისტთა მოთხოვნილებების გათვალისწინებით. იდეალურად შეესაბამება სხვადასხვა ტიპის ხელოვნურ წყალსატევს:
- ნანო-აკვარიუმები და აკვარიუმები კრევეტებისთვის – ზედმეტად მძლავრი ნაკადის გარეშე უზრუნველყოფს ხარისხიან ფილტრაციას;
- საშუალო და დიდი აკვარიუმები - ფილტრავს 300 ლ-მდე მოცულობის წყალს;
- ზღვის აკვარიუმი - წყლის კასკადური ვარდნის შედეგად ქმნის ბუნებრივ ტალღას, რაც მნიშვნელოვანია ზღვის გარემოს იმიტაციისთვის.
ძრავის წყალქვეშ განთავსების წყალობით, ფილტრი მუშაობას იწყებს დენის წყაროში შეერთებისთანავე. კონტეინერში წყლის წინასწარ ჩასხმა არ არის საჭირო. თუ დენი დროებით გაითიშა, ფილტრი ავტომატურად განაგრძობს მუშაობას ელექტრომომარაგების აღდგენისთანავე. ძრავის წყალქვეშ განთავსება უზრუნველყოფს მის სტაბილურ და სრულიად უხმაურო მუშაობას.
კორპუსის ზედა ნაწილში განთავსებული წარმადობის რეგულატორი ნაკადის რბილ და ზუსტ მართვას უზრუნველყოფს. წარმადობის ოპტიმალური დონის შერჩევა მნიშვნელოვანია აკვარიუმში იდეალური სისუფთავის შესანარჩუნებლად.
ფილტრის დაპროექტებისას აქცენტი სიჩუმესა და კომფორტზე გაკეთდა. მისი ყველაზე მძლავრი მოდელის ხმაურის დონე მხოლოდ 32 დბ-ს აღწევს, რაც ჩურჩულის დონეს შეესაბამება. ფილტრის კორპუსსა და მინას შორის განთავსებულ ყველა დეტალს რეზინის საფენები აქვს მორგებული, რაც ამცირებს ვიბრაციას და ხმაურს. კორპუსის ზედა ნაწილში არსებული ნახვრეტები ამცირებს რეზონანსის ეფექტს და აუმჯობესებს გაზთა ცვლას.
თუ აკვარიუმის მოვლაზე დიდი დროის დახარჯვა არ გსურთ, აქვაელი გთავაზობთ კარტრიჯების სისტემას ცვლადი საფილტრავი მასალებით. კარტრიჯების კალათა გასაწმენდად ან შესაცვლელად ხელის ერთი მოძრაობით შეგიძლიათ ამოიღოთ. ფილტრის მოდელზე დამოკიდებულებით, მასში 1-დან 6 კარტრიჯამდეა განთავსებული. FZN PRO ფილტრებთან ერთად აკვარიუმისტს შემავსებლების არჩევის საკითხში სრული თავისუფლება აქვს. კონტეინერში შეიძლება ღრუბელების, კერამიკული მილების, აქტივირებული ნახშირისა და სხვა საფილტრავი მასალების განთავსება. საუკეთესო შედეგის მისაღწევად, შემავსებლები შეიძლება დალაგდეს შრეებად (როგორც კანისტრულ ფილტრში).
კომპლექტში შედის სკიმერი, რომელიც წყლის ზედაპირს მტვრის, ცხიმოვანი აპკისა და მცენარეების ნარჩენებისგან ასუფთავებს. სკიმერი არ საჭიროებს დენის წყაროსთან დაკავშირებას. იგი წყლის ამღებ მილზე მონტაჟდება და ისეა მოწყობილი, რომ მისი ზედა ნაწილი ყოველთვის წყლის ზედაპირზე ტივტივებს. საჭიროებიდან გამომდინარე, სკიმერი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ადვილად ჩახსნათ და შემდეგ კვლავ დააბრუნოთ ფილტრის კონსტრუქციაში.
ზოგადი
- ახალი
- მტკნარი
- ზღვის
ტექნიკური
კონტეინერი
დამატებითი ფუნქციონალი
ზომები
შეფასების გარეშე