პროფესიონალურად დაპროექტებული სპირალიანი მინის CO2 დიფუზორი ბუნებრივი აკვარიუმისთვის. ნახშირორჟანგი გაივლის ჯერ სპირალში, შემდეგ კი წვრილფორებიან კერამიკულ დისკში, რომელიც აირს წვრილ ბუშტუკებად დაშლის და გააფრქვევს აკვარიუმში.
აკვარიუმებისთვის მოცულობით 100-400 ლ.
კერამიკული დისკის დიამეტრი - 2,1 სმ.
სიმაღლე: 9,6 სმ (გრძელი მხარე), 8,6 სმ (მოკლე მხარე).
კომპლექტში შედის ერთი მისაწოვარი.
სპირალური დიფუზორის სასტარტო ინსტრუქცია
ნუ ეცდებით თავიდანვე შეავსოთ დიფუზორი წყლით. CO2-ის სისტემასთან დაკავაშირებისა და ნახშირორჟანგის მიწოდების დაწყების შემდეგ, დიფუზორი დაიწყებს პატარა ბუშტების გამოშვებას. სპირალის ეფექტი მაშინვე არ ამოქმედდება. დიფუზორი კორექტულ ფუნქციონირებას დაიწყებს მას შემდეგ, რაც წყლით შეივსება გამაფრქვეველის მინის კამერა. გამართული მუშაობისთვის წყლის დონე კამერაში უნდა იყოს დაახლოებით ისეთი, როგორც ნაჩვენებია წითელი ხაზით ფოტოზე. იქამდე კი კამერის ფსკერზე არსებული მილიდან გამოვა CO2-ის პატარა ბუშტუკები (ნაჩვენებია წითელი ისრით). მინის კამერა წყლით დაახლოებით 2-3 დღეში შეივსება. ბუშტუკები არ ავა სპირალით ზემოთ, სანამ სპირალი არ გაივსება წყლით (დასჭირდება რამოდენიმე დღე).
ზოგადი
- ახალი
- მტკნარი
მასალა
- მინა
- კერამიკა
ზომები
შეფასების გარეშე