- ყველა ვარიაციის ნახვა
კოდი | მოდელი | მარაგი | ფასი | ||
---|---|---|---|---|---|
![]() |
6808288C218B7
|
მარაგშია
|
6000,00 GEL | ||
![]() |
6808288C218C9
|
მარაგშია
|
7000,00 GEL | ||
![]() |
მარაგშია
|
5000,00 GEL |
Eheim climacontrol+ აგრილებს აკვარიუმის წყალს ზაფხულში და ათბობს ზამთარში. მუდმივად ინარჩუნებს სტაბილურ ტემპერატურას. სტანდარტულ სააკვარიუმე ქულერებზე გაცილებით ეფექტურად და ჩუმად მუშაობს. ქულერებისგან განსხვავებით, არ იწვევს წყლის ზედმეტად აორთქლებას.
Eheim climacontrol+ ელექტრონულად იმართება. სასურველი ტემპერატურის მითითება უსადენო კავშირით შეგიძლიათ - სმარტფონის, პლანშეტის ან PC/MAC ხელსაწყოს გამოყენებით. თუ წყალი ზედმეტად თბილია, კონდიციონერი ავტომატურ რეჟიმში იწყებს მის გაგრილებას. ხოლო თუ ტემპერატურა ზედმეტად დაბალია, აქტიურდება გათბობის რეჟიმი. თუ წყლის ტემპერატურა 5 წუთის განმავლობაში რჩება მითითებულ ტემპერატურაზე 2 °C-ით მეტი ან ნაკლები, Eheim climacontrol+ ამის შესახებ ელფოსტაზე შეგატყობინებთ.
- მუდმივი კლიმატ-კონტროლის ხელსაწყო ელექტრონული მართვითა და Wi-Fi კავშირით
- სასურველი ტემპერატურის მითითება და ხელსაწყოს პარამეტრების მართვა ტელეფონით, პლანშეტით ან PC/MAC-ით
- გაგრილებისა და გათბობის რეჟიმი. წყლის ტემპერატურის მუდმივი კონტროლი
- წყლის ტემპერატურის რეგულირება მტკნარი წყლისა და ზღვის აკვარიუმებში
- ტემპერატურის ზუსტი ფიქსირება 5 °C-დან 35 °C-მდე
- ავტომატურად ირთვება, თუ ტემპერატურა მითითებულ ნიშნულზე მეტი ან ნაკლებია
- შეტყობინების ავტომატური გაგზავნა მფლობელის ელფოსტაზე, თუ წყლის ტემპერატურა 5 წუთის განმავლობაში რჩება მითითებულ ტემპერატურაზე 2 °C-ით მეტი ან ნაკლები
- თხევადკრისტალური დისპლეი წყლის აქტუალური ტემპერატურის ჩვენებით
- გარემოს დასაშვები ტემპერატურა: 10-38 °C
- მუშაობს ეკოლოგიურად სუფთა ფრეონზე (R290)
აპარატში უნდა შედიოდეს მხოლოდ სუფთა (გაფილტრული) წყალი. ზღვის აკვასისტემებში სამპის ფილტრაციით, ხელსაწყო წყალს უნდა იღებდეს სამპის ბოლო განყოფილებიდან (ცალკე ტუმბოს საშუალებით). მტკნარ სისტემებში აპარატში წყალი შედის გარე ფილტრის გამომავალი შლანგიდან. დასაშვებია ალტერნატიული ვარიანტიც: აპარატში წყალი უშუალოდ აკვარიუმიდან შეაქვს პრეფილტრიან ტუმბოს.
კედლიდან ან სხვა ზედაპირებიდან აპარატის დაშორება უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 სმ-ს. კარადაში განთავსებისას აუცილებელია საჰაერო ჭრილების გათვალისწინება სუფთა ჰაერის აღებისა და თბილი ჰაერის არიდებისთვის (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ინსტრუქციაში).
Eheim climacontrol+ ყოველი მოდელი მისთვის გაცხადებულ წყლის მოცულობას (500, 1000 ან 2000 ლიტრს) აგრილებს 5 °C-ით. ამ გამოთვლის საფუძვლად აღებულია თავსახურიანი აკვარიუმი, ოთახის (და შესაბამისად - წყლის) ტემპერატურით 30 °C. ამ პირობებში აპარატი გარანტირებულად შეძლებს წყლის შესაბამისი მოცულობის 25 °C-მდე დაწევას.
განვიხილოთ რამოდენიმე სხვა ვარიანტიც:
თუ ოთახში ჰაერის ტემპერატურა 30°C-ზე ნაკლებია, კონდიციონერი გაცხადებულთან შედარებით მეტი მოცულობის წყლის გაგრილებას შეძლებს. მაგალითი: თუ ოთახის (და შესაბამისად - აკვარიუმის წყლის) ტემპერატურა 27 °C-ია და გვსურს მისი დაწევა 22 °C-მდე (ისევ 5 °C-ით):
- Eheim climacontrol+ S შეძლებს ~ 600 ლიტრი წყლის გაგრილებას (+100 ლიტრი გაცხადებულ ლიტრაჟთან)
- Eheim climacontrol+ M შეძლებს ~ 1200 ლიტრი წყლის გაგრილებას (+200 ლიტრი გაცხადებულ ლიტრაჟთან)
- Eheim climacontrol+ L შეძლებს ~ 2400 ლიტრი წყლის გაგრილებას (+400 ლიტრი გაცხადებულ ლიტრაჟთან)
თუ წყლის ტემპერატურის დაწევა 10 °C-ით გვჭირდება, მაშინ აკვარიუმის ლიტრაჟიც ნაკლები უნდა იყოს. მაგალითად, თუ გვსურს ტემპერატურის 30 °C-დან 20 °C-მდე დაწევა:
- Eheim climacontrol+ S შეძლებს ~ 350 ლიტრი წყლის გაგრილებას
- Eheim climacontrol+ M შეძლებს ~ 650 ლიტრი წყლის გაგრილებას
- Eheim climacontrol+ L შეძლებს ~ 1250 ლიტრი წყლის გაგრილებას
ზოგადი
- ახალი
- მტკნარი
- ზღვის
ტექნიკური
- 16/22 (15) მმ
- 19/25 (20) მმ
ზომები
შეფასების გარეშე