აკვარიუმისტიკის მარკეტფლეისი

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
პროდუქტის ანონსი! გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება პროდუქტის გაყიდვების დაწყების თარიღს.
97,00 GEL
ფასი ქულებში: 97 ქულა
წონა: 1.000 kg
682C26C2506D4
მარაგშია
+
შეკვეთა ამ პროდუქტით გამოიგზავნება თქვენთან 01.10.2025
  • ყველა ვარიაციის ნახვა

გაწუხებთ ჰაერის კომპრესორის ან შიდა ფილტრის აერატორის ხმა? შეიძინეთ "ჩუმი" კომპრესორი, მაგრამ ღამით მაინც გაწუხებთ მისი ხმა?

კომპრესორი სრულიად უხმაუროც რომ იყოს (რაც პრაქტიკულად გამორიცხულია მომუშავე მოტორისა და მემბრანების ვიბრირების გამო), წყლის ზედაპირზე ჰაერის ბუშტუკების გასკდომა მაინც წარმოქმნის არასასიამოვნო ხმას.

 

ოქსიდატორი არის:

  • აკვარიუმში ჟანგბადის დამატებით მიწოდების სრულიად უხმაურო ხელსაწყო
  • წყალში აქტიური ჟანგბადის შეტანის კომპაქტური გენერატორ-დოზატორი
  • ჟანგბადის აქტიური ფორმის გამოყოფის წყალობით, თრგუნავს დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების განვითარებას


ჰაერის კომპრესორებისა და შიდა ფილტრების აერატორებისგან განსხვავებით:

  • არ ხმაურობს
  • წყალში აწვდის არა ჰაერს, არამედ ჟანგბადს
  • არ საჭიროებს ელექტროობის წყაროსთან კავშირს
  • არ საჭიროებს კაბელებს, შლანგებს, მისაწოვრებს და ა.შ.

 

ავტონომიური - არ სჭირდება ელექტროენერგია, დამატებითი მოწყობილობები, კონტროლერები, ზედმეტი ყურადღება

ენერგოდამოუკიდებელი - მუშაობს კაბელების, ელემენტებისა და აკუმულატორების გარეშე

თვითრეგულირებადი - ოქსიდატორი თვითონ ახდენს ჟანგბადის გამოყოფის მომატებას ან დაკლებას წყლის ტემპერატურაზე დამოკიდებულებით (რაც უფრო მაღალია წყლის ტემპერატურა, მით მეტი ჟანგბადი სჭირდებათ მასში მცხოვრებ ორგანიზმებს)

წარმადობის ხელოვნური რეგულაცია - ჟანგბადის გამოყოფის გაზრდა შსაძლებელია დამატებითი კატალიზატორების ან შედარებით მაღალპროცენტული სამუშაო სითხის გამოყენებით

ეფექტურობა - მუშაობს ნებისმიერ ტემპერატურებზე 0-დან 40 °C-მდე

ეკოლოგიური - წარმოქმნის მხოლოდ ჟანგბადს და წყალს. ხელსაწყოს მოქმედების შედეგად არ წარმოიქმნება არანაირი სხვა ნივთიერება - არც ტოქსიკური, არც მავნე და არც ნეიტრალური. თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მცენარეების, თევზებისა და უხერხემლოების ყველა სახეობასთან

ბიუჯეტური - ნულოვანი ხარჯი ელექტროენერგიაზე. მაღალკონცენტრირებული წყალბადის ზეჟანგის იაფი სამუშაო სითხის შევსება დაახლოებით თვეში 2-ჯერ გიწევთ. კატალიზატორის შეცვლა კი რამოდენიმე წელი არ მოგიწევთ.

ოქსიდატორი D განკუთვნილია 100 ლ-მდე მოცულობის აკვარიუმებისთვის.

კომპლექტში შედის ერთი კატალიზატორი. სამუშაო სითხე (3% - 4,9% - 6%) უნდა შეიძინოთ ცალკე.

 

 

 

ზოგადი

ბრენდი:
Söchting Oxydator
მდგომარეობა:
  • ახალი
წყლის ტიპი:
  • მტკნარი
აკვარიუმისთვის მოცულობით:
100 ლ-მდე

ტექნიკური

კოლბის მოცულობა:
125 მლ
წყალბადის ზეჟანგის ხსნარის კონცენტრაცია:
  • 3 %
  • 4.9 %
  • 6 %

მასალა

მასალა:
  • მინა
  • კერამიკა

ზომები

სიმაღლე:
8.5 სმ
დიამეტრი:
8.5 სმ

წონა:
1.0 კგ

შეფასების გარეშე