- ყველა ვარიაციის ნახვა
კოდი | მოდელი | მარაგი | ფასი | ||
---|---|---|---|---|---|
![]() |
682C26C2506D4
|
მარაგშია
|
97,00 GEL | ||
![]() |
682C26C2506DF
|
მარაგშია
|
190,00 GEL | ||
![]() |
682C26C2506E7
|
მარაგშია
|
276,00 GEL | ||
![]() |
682C26C2506EE
|
მარაგშია
|
944,00 GEL | ||
![]() |
მარაგშია
|
39,00 GEL |
გაწუხებთ ჰაერის კომპრესორის ან შიდა ფილტრის აერატორის ხმა? შეიძინეთ "ჩუმი" კომპრესორი, მაგრამ ღამით მაინც გაწუხებთ მისი ხმა?
კომპრესორი სრულიად უხმაუროც რომ იყოს (რაც პრაქტიკულად გამორიცხულია მომუშავე მოტორისა და მემბრანების ვიბრირების გამო), წყლის ზედაპირზე ჰაერის ბუშტუკების გასკდომა მაინც წარმოქმნის არასასიამოვნო ხმას.
ოქსიდატორი არის:
- აკვარიუმში ჟანგბადის დამატებით მიწოდების სრულიად უხმაურო ხელსაწყო
- წყალში აქტიური ჟანგბადის შეტანის კომპაქტური გენერატორ-დოზატორი
- ჟანგბადის აქტიური ფორმის გამოყოფის წყალობით, თრგუნავს დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების განვითარებას
ჰაერის კომპრესორებისა და შიდა ფილტრების აერატორებისგან განსხვავებით:
- არ ხმაურობს
- წყალში აწვდის არა ჰაერს, არამედ ჟანგბადს
- არ საჭიროებს ელექტროობის წყაროსთან კავშირს
- არ საჭიროებს კაბელებს, შლანგებს, მისაწოვრებს და ა.შ.
ავტონომიური - არ სჭირდება ელექტროენერგია, დამატებითი მოწყობილობები, კონტროლერები, ზედმეტი ყურადღება
ენერგოდამოუკიდებელი - მუშაობს კაბელების, ელემენტებისა და აკუმულატორების გარეშე
თვითრეგულირებადი - ოქსიდატორი თვითონ ახდენს ჟანგბადის გამოყოფის მომატებას ან დაკლებას წყლის ტემპერატურაზე დამოკიდებულებით (რაც უფრო მაღალია წყლის ტემპერატურა, მით მეტი ჟანგბადი სჭირდებათ მასში მცხოვრებ ორგანიზმებს)
წარმადობის ხელოვნური რეგულაცია - ჟანგბადის გამოყოფის გაზრდა შსაძლებელია დამატებითი კატალიზატორების ან შედარებით მაღალპროცენტული სამუშაო სითხის გამოყენებით
ეფექტურობა - მუშაობს ნებისმიერ ტემპერატურებზე 0-დან 40 °C-მდე
ეკოლოგიური - წარმოქმნის მხოლოდ ჟანგბადს და წყალს. ხელსაწყოს მოქმედების შედეგად არ წარმოიქმნება არანაირი სხვა ნივთიერება - არც ტოქსიკური, არც მავნე და არც ნეიტრალური. თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მცენარეების, თევზებისა და უხერხემლოების ყველა სახეობასთან
ბიუჯეტური - ნულოვანი ხარჯი ელექტროენერგიაზე. მაღალკონცენტრირებული წყალბადის ზეჟანგის იაფი სამუშაო სითხის შევსება დაახლოებით თვეში 2-ჯერ გიწევთ. კატალიზატორის შეცვლა კი რამოდენიმე წელი არ მოგიწევთ.
ოქსიდატორი W განკუთვნილია 4 000 ლ-მდე მოცულობის ტბორებისთვის.
კომპლექტში შედის ორი კატალიზატორი. სამუშაო სითხე უნდა შიძინოთ ცალკე.
წყლის მოცულობა 250 ლ-მდე, 1 კატალიზატორი, ხსნარი - 6%.
წყლის მოცულობა 250-500 ლ, 2 კატალიზატორი/ ხსნარი - 6%, 1 კატალიზატორი/ ხსნარი - 12%.
წყლის მოცულობა 500-1000 ლ, 2 კატალიზატორი/ ხსნარი - 12%, 1 კატალიზატორი/ ხსნარი - 19,9%.
წყლის მოცულობა 1000-2000 ლ, 2 კატალიზატორი/ ხსნარი - 12%, 1 კატალიზატორი/ ხსნარი - 19,9%, 1 კატალიზატორი/ ხსნარი - 30%.
წყლის მოცულობა 2000-400 ლ, 3 კატალიზატორი/ ხსნარი - 12%, 2 კატალიზატორი/ ხსნარი - 19,9%, 1 კატალიზატორი/ ხსნარი - 30%.
ხელსაწყოს მუშაობის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად განსხვავდება წყლის ტემპერატურაზე დამოკიდებულებით. ზამთარში ერთი შევსება შეიძლება საკმარისი იყოს 4-5 თვის განმავლობაში. ზაფხულში ხსნარის იგივე მოცულობა შეიძლება ერთ თვეში გაიხარჯოს.როდესაც კოლბა დაცარიელდება, ხელსაწყო წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება.
ზოგადი
- ახალი
- მტკნარი
ტექნიკური
- 6 %
- 12 %
- 19.9 %
- 30 %
მასალა
- მინა
- კერამიკა
ზომები
შეფასების გარეშე