აკვარიუმისტიკის მარკეტფლეისი

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

წყლის ტესტირება შეკვეთით (Apisto)

დატოვეთ კომენტარი
3,00 GEL
pH
ფასი ქულებში: 3 ქულა
წონა: 0.010 kg
მარაგშია
+
საბითუმო ფასები:
ცალი 2+ 3+ 4+ 5+ 6+
ფასი 2,80 GEL 2,60 GEL 2,40 GEL 2,20 GEL 2,00 GEL
  • ყველა ვარიაციის ნახვა

მტკნარი წყლის პარამეტრების ტესტირება წვეთოვანი ტესტებით:

  • pH - მჟავიანობა
  • GH - საერთო სიხისტე
  • KH - კარბონატული სიხისტე
  • NH3/NH4 - ამიაკი/ამონიუმი
  • NO2 - ნიტრიტი
  • NO3 - ნიტრატი

 

ტესტირების შეკვეთა:

  • აირჩიეთ სასურველი ტესტები, მოათავსეთ კალათაში, გადაიხადეთ ტესტირებისა და მიწოდების საფასური.
  • თუ რამოდენიმე აკვარიუმის (ან ონკანის და აკვარიუმის) წყლის ტესტირება გსურთ, აუცილებლად დანომრეთ ან დაასათაურეთ ბოთლები. ჩასატარებელი ტესტების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს წყლის ნიმუშების რაოდენობას. მაგალითად, თუ წყლის ორ ნიმუშს აგზავნით და ერთ-ერთ მათგანში გსურთ KH-ტესტი, და ორივე ნიმუშში - NO3-ტესტი, უნდა შეიძინოთ KH-ტესტი - 1 ცალი და NO3-ტესტი - 2 ცალი.
  • დაელოდეთ კურიერის ზარს.
  • 0,5 ლ-მდე პლასტმასის ბოთლში ჩაასხით წყლის ნიმუში და გადაეცით კურიერს.
  • ნიმუშის მოწოდებიდან 24 საათში ელფოსტაზე მიიღებთ ტესტირების შედეგებს. თუ ტესტირებასთან ერთად ფასიან კონსულტაციას ითხოვთ, ელფოსტაზე შეტყობინებას 48 საათში მიიღებთ.

 

ტესტირების შედეგების შეფასება:

სხვადასხვა ტიპისა და ასაკის აკვარიუმებში ტესტირების ერთი და იგივე შედეგი შესაძლოა ჩაითვალოს ნორმად ან ნორმიდან გადახრად. მაგალითად, ახალგაშვებულ აკვარიუმში შესაძლოა ფიქსირდებოდეს ამიაკის ან ნიტრიტის მცირე კონცენტრაცია. მოქმედი აკვარიუმისთვის ეს სრულიად მიუღებელია და მეტყველებს ჩამოუყალიბებელ ბიობალანსზე, არადამაკმაყოფილებელ ფილტრაციაზე ან თევზების ზედმეტ რაოდენობაზე ან/და მათ გადამეტებულ კვებაზე. კიდევ ერთი მაგალითი: აკვარიუმების უმეტესობაში დასაშვებია KH-ის მაღალი კონცენტრაცია. მაგრამ აკვასკეიპებში და მცენარეებით მჭიდროდ დასახლებულ აკვარიუმებში ეს ნორმიდან გადახრად ითვლება, ვინაიდან ასეთ პირობებში მცენარეებს უჭირთ საკვები ნივთიერებების ათვისება. დაბალი კარბონატული სიხისტე ასევე საჭიროა ქვირითისმდებელი თევზების უმეტესობის გასამრავლებლად.

თუ ტესტირების შედეგების გაანალიზებაში დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ფასიანი კონსულტაციით. კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია ექვსივე ტესტის ჩატარება: pH, GH, KH, NH3/NH4, NO2, NO3 და აკვარიუმის ანკეტის შევსება. მიიღება მხოლოდ წვეთოვანი ტესტებით ჩატარებული ტესტირების შედეგები (ტესტ-ზონარები დიდ ცდომილებას იძლევა). კონსულტაცია დაგეხმარებათ არა მხოლოდ ტესტირების შედეგების გააზრებაში, არამედ აკვარიუმის მდგომარეობის სრულ შეფასებაში, სუსტი წერტილების გამოვლენასა და გამოსწორებაში. თუ ექვსივე აუცილებელი ტესტი თავად გაქვთ და არ უკვეთავთ დისტანციურ ტესტირებას, აკვარიუმის ანკეტაში აუცილებლად მიუთითეთ ამ პარამეტრების ბოლო ტესტირების შედეგები.

 

ზოგადი

ბრენდი:
Apisto
წყლის ტიპი:
  • მტკნარი

წონა:
0.01 კგ

შეფასების გარეშე