დაბრუნებისა და გადაცვლის წესები

1მოათავსეთ ნივთები ორიგინალურ ყუთში/შეფუთვაში. კომპლექტად შეძენილი ნივთების დაბრუნება ხდება სრული კომპლექტის სახით.

2შეავსეთ დაბრუნება/გადაცვლის ფორმა (https://apisto.ge/orders-search - დააჭირეთ შეკვეთის ნომერს; გადადით ბმულზე: "მოთხოვნა შეცვლაზე ან თანხის დაბრუნებაზე" - ბმული აქტიურია შეკვეთის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში).

3დაბრუნების ფორმაში აირჩიეთ რის გაკეთებას ისურვებდით (პროდუქტის შეცვლა / თანხის დაბრუნება); დაბრუნების სტანდარტული მიზეზების ჩამონათვალიდან აირჩიეთ ერთ-ერთი; კომენტარის ველში მიუთითეთ ნივთის დაბრუნების განვრცობილი მიზეზი. ვიზუალურად გამოხატული წუნის შემთხვევაში, სასურველია დაურთოთ შესაბამისი ფოტო.

4გამოგზავნეთ ნივთი მისამართზე:
თბილისი, მუხიანი, II მ/რ, II კორპ, ბ. 41
თბილისი, მუხიანი, II მ/რ, II კორპ, ბ. 41

5ნივთის გამოგზავნის შემდეგ, გზავნილის შესახებ შეგვატყობინეთ ელფოსტაზე apistomarket@gmail.com ან მოგვწერეთ შეტყობინება ტექდახმარების სამსახურის ჩათში.
დაბრუნების პირობები
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ამავე კანონის მე-14 მუხლით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს 14 კალენდარული დღის განმავლობაში ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე. ეს ვადა აითვლება მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან.
დაბრუნების წესი
- ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში სავალდებულოა შეავსოთ დაბრუნების ფორმა.
- ნივთის დაბრუნების ინიცირების უფლება თქვენ გენიჭებათ ნივთის ჩაბარების მომენტიდან და მოქმედებს ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
- თუ თქვენ 14 კალენდარულ დღეში დაბრუნების ფორმის შევსებით არ მოახდენთ ნივთის დაბრუნების ინიცირებას, თქვენ დაკარგავთ ნივთის დაბრუნების უფლებას.
- დაბრუნების ფორმის შევსების შემდეგ თქვენ გენიჭებათ 7 კალენდარული დღე, რათა მოახდინოთ კომპანიისთვის ნივთის დაბრუნება (აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპანია არ არის ვალდებული დაიბრუნოს ნივთი).
- კომპანია ნივთის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) თავისი რესურსით უზრუნველყოფს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს, პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი, პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში.
- თუ ნივთს ან/და ნივთის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად, დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 14 სამუშაო დღისა. ნივთის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა დაგიბრუნდეთ გადახდილი თანხის ნაწილი.
- ნივთის დაბრუნებისას აუცილებელია ნივთს თან ახლდეს კომპანიის მხრიდან თქვენთვის ნივთის ჩაბარების დროს გადმოცემული/თანდართული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის ყუთი და სხვ.).
გამონაკლისი შემთხვევები
მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:
- პროდუქტის ფასი არ აღემატება 30 ლარს.
- პროდუქტი მიეკუთვნება შემდეგ კატეგორიას: თევზი, უხერხემლო ცხოველი, ბუნებრივი მცენარე, ცოცხალი ან გაყინული საკვები.
- მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული პროდუქტი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა მომხმარებლის მიერ და ამდენად, პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია.
- მიწოდებული პროდუქტი მალფუჭებადია ან ვარგისიანობის მოკლე ვადა აქვს.
- მიწოდებული პროდუქტი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქტს.
ანაზღაურების წესი
- კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება ხდება დაბრუნების ფორმის შევსებიდან 14 კალდენდარული დღის ვადაში.
- დაბრუნებული ნივთის შესაბამისი საფასური დაგიბრუნდებათ ანაზღაურების იმ მეთოდით, რომლითაც მომხმარებელმა დააფიქსირა შეკვეთა.
- თუ ნივთს ან/და ნივთის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად დაგიბრუნოთ თქვენს მიერ გადახდილი თანხის ნაწილი ნივთის შეფასების შესაბამისად.