აკვარიუმისტიკის მარკეტფლეისი

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

პროფესიონალური კონსულტაცია (AquaPoint)

დატოვეთ კომენტარი
15,00 GEL
უფასო მიწოდება
მარაგშია
+
  • ყველა ვარიაციის ნახვა

AquaPoint-ის პროფესიონალური კონსულტაცია დაგეხმარებათ აკვარიუმის წყლის პარამეტრების დისტანციური ტესტირების შედეგების გაანალიზებაში, აკვარიუმის მდგომარეობის სრულ შეფასებაში, სუსტი წერტილების გამოვლენასა და გამოსწორებაში.

კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია შემდეგი ტესტების ჩატარება: pH, GH, KH, NH3/NH4, NO2, NO3 და აკვარიუმის ანკეტის შევსება. მიიღება მხოლოდ წვეთოვანი ტესტებით ჩატარებული ტესტირების შედეგები (ტესტ-ზონარები დიდ ცდომილებას იძლევა).

თუ ექვსივე აუცილებელი ტესტი თავად გაქვთ და არ უკვეთავთ დისტანციურ ტესტირებას, აკვარიუმის ანკეტაში აუცილებლად მიუთითეთ ამ პარამეტრების ბოლო ტესტირების შედეგები.

 

გზამკვლევი:

  • შეუკვეთეთ წყლის პარამეტრების დისტანციური ტესტირება (მინიმუმ 6 სავალდებულო ტესტი). თუ წვეთოვანი ტესტები თავად გაქვთ, გამოტოვეთ ეს პუნქტი.
  • შეგიძლიათ არ დაელოდოთ ტესტირების შედეგების მიღებას; შეავსეთ და გამოგზავნეთ აკვარიუმის ანკეტა.
  • 48 საათში ელფოსტაზე მიიღებთ სრულ აუდიტს ტესტირების შედეგების განმარტებით, აკვარიუმის, ბიოსისტემისა და აპარატურის ანალიზით, კრიტიკულ მომენტებზე აქცენტითა და მათი გამოსწორების შესაძლო ვარიანტების მითითებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკვარიუმის აუდიტი და ამ ტიპის კონსულტაცია არ გულისხმობს თევზების დაავადებების დიაგნოსტიკას.

ზოგადი

ბრენდი:
AquaPoint
წყლის ტიპი:
  • მტკნარი

შეფასების გარეშე

მსგავსი პროდუქტები